The purpose of the work is to provide clinicians with a broad overview of information and up-to-date, evidence-based recommendations for the diagnosis, treatment and prevention of diverticular disease. Colon diverticulosis is a condition in which there is a single diverticulum in the colon. There are 2 types of diverticula – “western” and “eastern”. With the “Western” type of diverticula, the left part of the colon is predominantly affected. In 95% of cases, diverticula are located in the sigmoid or sigmoid and descending colon. The work presents a wide range of different classifications of diverticular disease. An overview of diagnostic imaging techniques and their specificity and sensitivity are also presented. A tool for endoscopic assessment of a diverticular source is presented - the DICA classification, which makes it easier for doctors to interpret the available data, evaluate them and implement an adequate treatment strategy. The work is devoted to the diagnosis, assessment and algorithm for the diagnosis and treatment of diverticular disease, both uncomplicated and complicated forms, which gives the work great practical value. The presented reviews are supplemented with practical recommendations regarding preventive approaches, conservative and surgical tactics, as well as key points in the treatment of complicated diverticular disease. ნაშრომის მიზანია, კლინიცისტებს მაიაწოდოს ფართო მიმოხილვითი ინფორმაცია და, მსოფლიოში დღეს არსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სანდო რეკომენდაციები დივერტიკულური დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის მიმართულებით. მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი არის მდგომარეობა, როდესაც მსხვილ ნაწლავში არსებობს, თუნდაც ერთი, დივერტიკული. განარჩევენ დივერტიკულური დაავადების 2 ტიპს – „დასავლეთის“ და„აღმოსავლეთის“. დივერტიკულური დაავადების „დასავლეთის“ ტიპის დროს, პირველ რიგში, ზიანდება მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნაწილი. შემთხვევათა 95%-ში დივერტიკულები განლაგებულია სიგმოიდურ კოლინჯში ან სიგმოიდურ და დაღმავალ კოლინჯში. ნაშრომში მეტად ფართოდ არის წარმოდგენილი დივერტიკულური დაავადების, დღეს გავრცელებული კლასიფიკაციები. ასევე, წარმოდგენილია სადიაგნოსტიკო გამოსახულებითი კვლევების და ენდოსკოპიური კვლევის სპეციფიკურობის და მგრძნობელობის მაჩვენებლები. მოწოდებულია დივერტიკულური დაავადების ენდოსკოპიური შეფასების ინსტრუმენტი – DICA-ს კლასიფიკაცია, რაც კლინიცისტებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს, მათ ხელთ არსებული, მონაცემების ინტერპრეტაციას, შეფასებას და ადეკვატური სამკურნალო ტაქტიკის დანერგვას. ასევ გართულებული ფორმების აღწერას, შეფასებას და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ალგორითმს, რაც მას, კიდევ უფრო მეტ, პრაქტიკულ ღირებულებას ანიჭებს. წარმოდგენილი მიმოხილვა სრულდება პრაქტიკული რეკომენდაციებით, რომლებიც შეეხება, პროფილაქტიკურ მიდგომებს, კონსერვატულ და ქირურგიულ ტაქტიკებს, ასევე გართულებული დივერტიკულური დაავადების მკურნალობის საკვანძო მომენტებს.
Read more